"ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, ვითომ ორბანი რომ ეჩხუბება ევროკავშირს, აღარ ნახოს სიზმარში"

ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, ვითომ ორბანი რომ ეჩხუბება ევროკავშირს, აღარ ნახოს სიზმარში - სამადაშვილები ევროპაშიც არიან, მაგრამ არიან რაციონალური ევროპელები, რომელთა იმედი გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ ქმნის საქართველოსთვისაც საფრთხეს უნგრეთის პრეზიდენტის ვიქტორ ორბანის პოზიცია, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია ახლა ორბანის ოპოზიციაში გადავიდა.

„არაერთხელ გირჩიეთ, შეიძლება პირადად თქვენ არა, მაგრამ ოპოზიციას, დალიონ ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, საფრთხეებს რომ უწოდებთ, სიზმარში აღარ ნახოთ. შავ სიზმრებს ნახულობთ, რომ ვითომ ორბანი ეჩხუბება ევროკავშირს და ევროკავშირი მოუგებს ორბანს, მერე თან საქართველოს ჩააყოლებთ ხოლმე - „ორბანის მხარეს რომ იყავი, ახლა ევროკავშირი შენ დაგჩაგრავსო“. ამ სიზმრებს თავი დაანებეთ, მომავლისკენ გაიხედეთ, ორბანი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ნატო-ს და ევროკავშირის წევრია. „კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“ - ოპოზიციამ ვერ მოუგო ქართველ ხალხის და ქართულ სახელმწიფოს და ახლა ორბანს დაეჯახა, ორბანის ოპოზიციაში გადავიდა სალომე სამადაშვილი, რომელიც ვისი ოპოზიციაა კაცმა არ იცის. ასეთივე წარმატებით სვამდით კითხვებს, სანამ ევროკომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ შედეგი ხომ ნახეთ, რაც იყო?! ევროპაშიც არიან ადამიანები, ვინც არასწორად აზროვნებს, სალომე სამადაშვილები, სამწუხაროდ, ევროპაშიც არიან, კუბილიუსი ვინ არის აბა, ფოტიგა?.. მაგრამ არიან რაციონალური ევროპელები, რომელთა იმედი ჩვენ გვაქვს და გვექნება მომავალშიც“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

წაკითხვა 226 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.