"ხაბეიშვილი შიდა ბრძოლებითაა დაკავებული, პარტიაში ბევრია ახლა „სახმალაო”, „ნაცებში“ წესრიგია დასამყარებელი"
სავარაუდოდ, იგივე მიზანი ექნებოდა, რაც კვიპროსის შეხვედრებს. იმდენი ილაპარაკეს კვიპროსის კლანიო, ალბათ, ლონდონში გადაწყვიტეს გადასვლა, - ასე უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ლონდონში დავით კეზერაშვილთან გიორგი ვაშაძის, პეტრე ცისკარიშვილისა და გიორგი ჩალაძის ჩასვლა.
როგორც ის განმარტავს, აღნიშნული შეხვედრა „ნაცების“ გაძლიერებას ემსახურება მიზნად.
„ხაბეიშვილი შიდა ბრძოლებითაა დაკავებული სავარაუდოდ, მოგეხსნებათ, პარტიაში ბევრია ახლა სახმალაო, „ნაცებში“ წესრიგია დასამყარებელი, „ნაცების“ წარმომადგენელი არ ვარ, ამიტომ დეტალები არ ვიცი“, - განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე, იძლევა თუ არა დავით კეზერაშვილი ინსტრუქციებს, ხვიჩია ასე პასუხობს:
„ეს ზოგადად არც იქნებოდა გასაკვირი, ვინც ფულს იხდის, თან ბრძნულ რჩევებსაც იძლეოდეს...არ მგონია დაიშალონ. აქამდე ვამბობდით, რომ კარგი იქნებოდა, „ნაცმოძრაობა“ დაიშალოსო, ახლა ისეთი პერიოდი დაიწყო, დაშლა ლოგიკურად არ ჩანს. ამიტომ, ჩვენც ინტერესით ვაკვირდებით ამ ამბავს, მეც ვადევნებ თვალს, რომ სხვადასხვა რაიონებში ხაბეიშვილის მუშაობით მაინც და მაინც აღფრთოვანებულები არ არიან, მაგრამ რამდენად მოხდება საბოლოო ჯამში მელიას ცალკე გამოყოფა და ამ ხალხის „ნაცმოძრაობის“ გარეთ გადინება, ვნახოთ, მე ჯერჯერობით არ მაქვს ასეთი მოლოდინი. მგონია, რომ მაინც შერიგდებიან, ხშირად არის დიდ პარტიებში ჩხუბი, შერიგდებიან.
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გამოხსნის გზა მაინც პოლიტიკური მგონია, ვიდრე სადმე შევარდნა და გამოყვანა, თავიდანვე ამ აზრზე ვიყავი და ველოდი იმას, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აქამდე მივიდოდნენ და შევარდნას გადაიფიქრებდნენ, თავიდანვე ეტყობოდა, რომ ეს არჩევნების მოსაგებად გადადგმული მესიჯბოქსი იყო და არა სადმე შესავარდნად და მიშას დასახსნელად...“ნაცმოძრაობა“ დიდი პარტიაა, შიდა ბრძოლები აქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა უამრავი დაბრკოლება გადაულახავთ „ნაცებს“, ამასაც გადალახავენ და საბოლოო ჯამში, ამომრჩევლები იმას მიიღებენ, რაც მიშას უნდა, ეს სპეციფიკური პარტიაა, აქამდე ყოველთვის უმთავრესი იყო, რაც მიშას უნდოდა, აქამდე მივიდა ეს საქმე, რადგან მიშამ არ გამოხატა აზრი მის პოზიცია რა იყო, ახლა ნელ-ნელა ეს პოზიციები იხატება, მგონია, რომ სიტუაცია რაღაცნაირად ჩაივლის, რამდენ ადამიანს დაკარგავს „ნაცმოძრაობა“, ერთად ვნახოთ, მე ვერ გეტყვით“, - განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე, შეძლებენ თუ არა პარტიაში დაპირისპირებული პირები ერთად მუშაობას, ხვიჩია აცხადებს, რომ „პოლიტიკაში ადამიანები ჩხუბობენ და რიგდებიან“.
„წიხლი მიშას და იდაყვი ბიძინასო“, თუ რაღაც რომ იყო, გახსოვთ? მერე ხომ შერიგდნენ? ასეთი რაღაცები არსებობს პოლიტიკაში, სადაც ადამიანები ჯერ ჩხუბობენ, მერე რიგდებიან. ვფიქრობ, მორიგ ასეთ თემასთან გვაქვს საქმე და არა „ნაცმოძრაობის“ დაშლასთან, თორემ მე რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლას ვგულშემატკივრობდი თავის დროზე, ისეთი უნდოდა. სადამდე მივა ეს ამბავი და რამდენად შეძლებს „ნაცმოძრაობა“ გაერთიანებას და თავისი ძველი ლიდერების შემოკრებას, ვერ გეტყვით, მაგრამ ვგულშემატკივრობ ამას, უფრო მეტიც, ახალი ლიდერებიც არ მენანება „ნაცებისთვის“. მაგალითად, დიდი ხანია, „ლელოს“ მოვუწოდებთ, ცალკე ნუ გავა, ფული გადაიხადოს, „ნაცებში“ შევიდეს და ასე შეიყვანოს თავისი წარმომადგენლები, შევხედოთ, როგორ წავა სიტუაცია, „ნაცმოძრაობა“ გამსხვილებისკენ წავა, თუ დაშლისკენ“, - განაცხადა ხვიჩიამ.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის