"მამუკა ხაზარაძე არის აღიარებული ოლიგარქი და ბუნებრივად ექნება მოთხოვნა, რომ მის ირგვლივ იტრიალოს ოპოზიციამ" - გურამ მაჭარაშვილი
მამუკა ხაზარაძემ თუ იცის, ანა წითლიძემ რომ მოიხსენია „ლელო“ პატარა პარტიად? მგონი, არ იცის, თორემ სერიოზული კონფლიქტი იქნება. ხაზარაძეს ჰგონია, რომ ის არის ყველაზე დიდი პარტია ოპოზიციაში და მის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს მთელი მანდარინების ბაღები, რადგან ის ყველაზე დიდი ოლიგარქია, თან ამას აღიარებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს ბუნებრივი მოთხოვნა აქვს, ოპოზიციამ მის გარშემო იტრიალოს.
„პოლიტიკაშიც არის, დიდი ფულიც აქვს და მედიასაშუალებებს ფლობს, თვითონ აღიარა. ის არის აღიარებული ოლიგარქი და ბუნებრივად ექნება მოთხოვნა, რომ მის ირგვლივ იტრიალოს ოპოზიციამ. მე პირადად ამის მომხრე ვარ, რომ ოპოზიციამ ხაზარაძის ირგვლივ იტრიალოს. რასაც ამბობს ეს ადამიანი, იმდენ შეცდომას უშვებს, თუ გაჩუმდება უფრო მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ ჩვენთვის სუბიექტურად კარგია. რაც მეტს აკეთებს, მით უფრო მეტ შეცდომებს უშვებს. ვაშაძის „ნაცმოძრაობაში“ შესვლით თუ „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გაერთიანდა, ნეტა ყველა ოპოზიციური პარტია ასე გაერთიანდეს. რაც ვაშაძე შევიდა იმის შემდეგ დაიწყო ნგრევა „ნაცმოძრაობამ“. ასე თუ გაერთიანდებიან სხვა ოპოზიციური პარტიები, მგონი, ჩვენ წინასაარჩევნოდ ბევრი პროგრამების წარდგენა და საზოგადოებაში ბევრი სიარული აღარც მოგვიწევს, რადგან ფიზიკურად აღარ იარსებებენ. ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანებით ჩვენ ვიხილეთ მძაფრსიუჟეტიანი ფილმები და პროცესები. თუ ასე აპირებენ სხვა პარტიებშიც გაერთიანებას, ჩვენ მხოლოდ პოპკორნს მოვიმარაგებთ წინასაარჩევნოდ და 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციის დამარცხებას ვუყურებთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
- "ღარიბაშვილზე თქვეს, რომ სამოხელეო დანაშაული არ არის, მე კი გაფლანგვის საქმეზე მომისაჯეს, ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ამნისტიაში მეც არ მოვყვე"
- "ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან" - ირაკლი კობახიძე
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
