"სააკაშვილი რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია, ის არის ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი" - ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი და მისი გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია.
ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს.
„უმნიშვნელოვანესია, რომ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი გათავისუფლდეს. როცა ვლაპარაკობთ 2024 წლის არჩევნებზე, როცა ვსაუბრობთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ევროკავშირში გვინდა, უნდა გვესმოდეს, რომ „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძის მიერ გასამართლებული და „კლანის“ მიერ დაპატიმრებულ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ამის მიღწევა ურთულესი იქნება. ევროპული ღირებულებები სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის. შეუძლებელია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში იყოს, არ შეეძლოს მოქალაქეებთან ურთიერთობა, საარჩევნო კამპანიაში ჩართვა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, რას აკეთებს პარტია მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ ამისთვის ყველა ბერკეტს იყენებენ.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტი სააკაშვილი რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია, "ეფესბეს" აგენტ ფარცხალაძის მიერ არის გასამართლებული. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. უამრავი რეზოლუციაა მიღებული, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, როცა 2024 წლის არჩევნებზე ვსაუბრობთ. სხვანაირად, ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ვერც თავისუფლად და ვერც დემოკრატიულად, თუ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში იქნება”, -აღნიშნა ხაბეიშვილმა.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს