გაეროს უშიშროების საბჭომ გადადო ღაზაში ომის თაობაზე რეზოლუციის კენჭისყრა
გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭი უნდა ეყარა რეზოლუციისთვის, რომელიც შეეხება ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ომს. (ჰამასს ევროკავშირი და აშშ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ.) დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით დასავლეთის მედია იტყობინება, რომ კენჭისყრა გადაიდო და აშშ-ის სურვილით, ტექსტი შესუსტდა. უშიშროების საბჭოს სხვა წევრებმა ამის გამო უკმაყოფილება გამოხატეს.
სხვათა შორის, ტექსტიდან ამოიღეს „სამოქალაქო პირებზე ისრაელის არმიის განურჩეველი თავდასხმის" შესახებ წინადადება.
რეზოლუციის პროექტი ისრაელისგან მოითხოვს, შესაძლებელი გახადოს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად შეტანა.
ამასთან, უნდა შეიქმნას ძალის გამოყენების შეწყვეტის მდგრადი წინაპირობები, ჰუმანიტარული ტვირთების შეტანა გაეროს მიერ დანიშნულმა ახალმა კოორდინატორმა უნდა გააკონტროლოს. რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა რამდენჯერმე გადაიდო აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი ვეტოს გამო. გაეროში აშშ-ის წარმომადგენლობის თანახმად, აშშ ბოლო ვერსიას მიიღებს.
7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1200-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.
ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მხრიდან წარმოებულ საპასუხო ომს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 20 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი