" ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა" – ალან გაგლოევი
სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, არ არის საჭირო ხალხის მოტყუება, რადგან დღევანდელ ვითარებაში საკითხის გადაწყვეტის გზა არ არსებობს.
„ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს რუს კოლეგებთან. საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებული არ არის“, - აღნიშნა გაგლოევმა.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა მოლაპარაკებები გამართა რუსულ მხარესთან საბაჟო გადასახადების მოხსნის საკითხზე და „საკითხი პოზიტიურად გადაწყდება“.
გარდა ამისა, მისი მტკიცებით, ე.წ. „რესპუბლიკა“ დრონების საკუთარ წარმოებას დაიწყებს.
„დავამყარეთ თანამშრომლობა რუს კოლეგებთან და სპეციალისტების პირველი ჯგუფი გადის კურსებს რუსეთში დრონების მართვისა და აწყობის შესახებ. სამხრეთ ოსეთში ჩამოსვლისთანავე, მათ საშუალება ექნებათ ჩაატარონ სწავლება დრონების მართვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გაგლოევმა.
სიახლეები
- "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე"- ირაკლი კობახიძე
- 15 მაისი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა
- დუშეთში ჩინეთის 14 მოქალაქე დააკავეს
- ,,ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის"- კახა კალაძე
- საბაჟო გამშვებ პუნქტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს