"ვისურვებდი ამ ხმების გაგონება მთელ მსოფლიოში შესაძლებელი იყოს ყველა დიდ დედაქალაქში, შტაბ-ბინასა და პარლამენტში"-დმიტრო კულება
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააერთიანოს ძალისხმევა იმ გენოციდის შესაჩერებლად, რასაც რუსეთი უკრაინელი ხალხის მიმართ ახორციელებს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასიურ საჰაერო იერიშს.
„ვერანაირი საუბარი „ზავის“, „ტერიტორიების დროებით დათმობის“, „დაღლილობისა“, „მოლაპარაკებების“ და სხვა „დათმობების“ შესახებ ვერ შეაჩერებს რუსეთის აგრესიას და რუსეთი არ განიხილავს სხვა სცენარებს, გარდა უკრაინის სრული განადგურებისა“, - ნათქვამია კულებას განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მათ მიმართა, ვინც ომით „დაიღალა“ და რუსეთის ფედერაციასთან „მოლაპარაკებების“ დაწყების პროპაგანდას ეწევა.
„დღეს მილიონობით უკრაინელი აფეთქებების ხმამაღალმა ხმებმა გააღვიძა. ვისურვებდი, რომ ამ აფეთქებების ხმების გაგონება, რომლებიც უკრაინაში ისმის, მთელ მსოფლიოში იყოს შესაძლებელი. ყველა დიდ დედაქალაქში, შტაბ-ბინასა და პარლამენტში, სადაც ახლა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა განიხილება და ყველა რედაქციაში, სადაც წერენ „დაღლილობაზე“ ან „მოლაპარაკებებისთვის“ რუსეთის სავარაუდო მზადყოფნაზე. ეს ხმები არის ის, რისი თქმაც ნამდვილად სურს რუსეთს“, - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიაზე კოლექტიური პასუხი შეიძლება და უნდა იყოს უკრაინისთვის მხოლოდ მუდმივი, ძლიერი და გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ და დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 76 დაშავდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
