"ამ დროისთვის ცნობილია, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 92 ადამიანი" –ვოლოდიმირ ზელენსკი
ამ დროისთვის ცნობილია, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 92 ადამიანი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად რუსეთის მორიგი დარტყმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.
„ჩართულია ყველა საჭირო სერვისი, 500-ზე მეტი მაშველი უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურიდან. კიევსა და ხარკოვის ოლქში ამჟამად 92 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. სამწუხაროდ, დაიღუპა 4 ადამიანი. თანავუგრძნობ მათ ოჯახებსა და მეგობრებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა 31 დეკემბრიდან დღემდე 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.
„მადლობას ვუხდი ყველა იმ პარტნიორს, რომელიც ჩვენ საჰაერო ფარის გაძლიერებაში გვეხმარება. აშკარაა, რომ ეს ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ"- კახა კალაძე
- " როცა იმას ვერ ახერხებენ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ნება და ხმები დაიცვან ამ ერთი თვის მანძილზე და ერთად ვერ დადგნენ, რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მელაპარაკებოდნენ ესენი"- ხათუნა ლაგაზიძე -ოპოზიციაზე
- " როცა იმას ვერ ახერხებენ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ნება და ხმები დაიცვან ამ ერთი თვის მანძილზე და ერთად ვერ დადგნენ, რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მელაპარაკებოდნენ ესენი"- ხათუნა ლაგაზიძე -ოპოზიციაზე
- “გვარამია გაიქცა მიტინგიდან და ბრიუსელის გეი კლუბებში დადის ალბათ, იქ გაერთობა და ხვალ მოგვატყუებს კიდევ რაღაცას” – ნათელაშვილი
- "ქუჩების გადაკეტვა, ჩამოქცევა დააანონსეს და ბოლოს რაზე დავიდნენ? ლობიანები არ ეყო ყველას"- ზარქუა – ოპოზიციაზე