პარტია „საქართველოსთვის“ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს
პარტია „საქართველოსთვის“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, პარტია გამოთქვამს მზაობას, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად წარმართავს.
„ბატონო ირაკლი, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდგომში ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის, ევროკომისიის 8 ნოემბრის შეფასებით, გათვალისწინებულია, რომ ქვეყანამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რისთვისაც დიდი სამუშაოა გასაწევი.
შესაბამისად, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ გამოვხატავთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ სამუშაო პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობა წარმართავს ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად. ასევე, მოგმართავთ, რომ სამუშაო პროცესი წარმართოთ ინკლუზიურად“, – აღნიშნულია პარტიის „საქართველოსთვის“ მიმართვაში.
სიახლეები
- "ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ვფიქრობ, ციხე არ ელით"
- "ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მეუფე შიო
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
