"ქართულმა ოცნებამ" ცივი ომი გამოაცხადა პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ" - თეონა აქუბარდია

"ქართულმა ოცნებამ" ცივი ომი გამოაცხადა პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

კერძოდ ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ მიესალმა საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა ამავდროულად მწუხარებას გამოთქვამს, რომ „შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ“.

„პრეზიდენტი სამართლებრივი სივრციდან გაიყვანეს. "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა ცივი ომი პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ. რამდენადაც, მათ იმპიჩმენტი წარუმატებლად დაუმთავრდათ, ვერ შეძლეს პრეზიდენტის გადაყენება. ახლა უკვე დე ფაქტო პრეზიდენტის რეჟიმში ამყოფებენ სალომე ზურაბიშვილს. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ვიზიტების დროს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების ლიდერების,არც კი ატყობინებენ ამის შესახებ. პრეზიდენტი ტელევიზიით იგებს ასეთი ვიზიტების შესახებ. პრეზიდენტს შეუძლია დადებითი, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, ის 29 იანვარს 9 პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფორმატიდან გამომდინარე დიდად კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს არ ელოდება.

"მე სხვა ვალდებულებების გამო ფიზიკურად ვერ დავესწრები ორშაბათს შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა შეხვედრას აუცილებლად დავესწრები, თუ ასეთი იქნება. ორშაბათის შეხვედრა უფრო მოთელვაა, პოზიციების განხილვა. ამ შეხვედრაზე "რეფორმების ჯგუფიდან" წარმომადგენელი იქნება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მინიმუმ ხედვის დაახლოება მაინც. ფორმატიდან გამომდინარე დიდად კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს არ ველოდები. იცით, რომ "ქართულმა ოცნებამ" 1 წელი გალია საუბარში, რომ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ნაწილი რომ არ იყო ჩართული, ეს იყო უბედურება საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ 12-დან 3 რეკომენდაცია შესრულდა სრულფასოვნად“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

წაკითხვა 250 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.