„ლუზერები“ ხართ, ხელმოცარულები" - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას
კანონპროექტით, რაც შემოვიტანეთ და მერე სხვანაირად შეფუთეს, გვინდოდა, საზოგადოებას სცოდნოდა, ვისგან და რა მიზნით იღებენ [ორგანიზაციები] დაფინანსებას. ეს იყო კანონის შინაარსი და ამოცანა, მეტი არაფერი - გაიგოს საზოგადოებამ, ეს რადიკალები საიდან ფინანსდებიან და რა ამოცანა აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალების ამოცანაა, დაძაბონ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა და რევოლუცია მოახდინონ, თუმცა, ეს გეგმა მათ ვერც წარსულში განახორციელეს და არც მომავალში გამოუვათ.
"ამოცანა აქვთ, რომ დაძაბონ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან და ამით ხელი მოითბონ და რევოლუცია მოახდინონ.
არ გამოგივიდათ, რამდენჯერ სცადეთ და არ გამოგივიდათ. "ლუზერები" ხართ, ხელმოცარულები. არც მომავალში გამოგივათ, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა იცის თქვენი მისია, ამოცანა და მიზანი და ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ - ჩირგვებში." - განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
- "ღარიბაშვილზე თქვეს, რომ სამოხელეო დანაშაული არ არის, მე კი გაფლანგვის საქმეზე მომისაჯეს, ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ამნისტიაში მეც არ მოვყვე"
- "ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან" - ირაკლი კობახიძე
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
