რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა
რუსულმა მხარემ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა, იტყობინება კომპანია „ჩერნომორენერგო“.
"1თებერვლიდან რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, „ჩერნომორენერგო“ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკს აწესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს აბონენტებს შუქს ორჯერ, ორ-ორი საათით გაუთიშავენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „სოციალური ნაკადის“ ფარგლებში დაიწყო რუსული ელექტროენერგიის უფასო მიწოდება. თუმცა აფხაზურმა მხარემ შეტყობინება მიიღო, რომ მიწოდება „სრული მასშტაბით ვერ მოხდება რიგი ტექნიკური მიზეზების გამო“.
აფხაზური მხარე იძულებულია, რუსეთიდან მიიღოს ელექტროენერგია, ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
