"რადიკალური ოპოზიცია და ქვეყნის მტერი სინონიმები არ არის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიძლება მტრობდეს ქვეყანას"
რაც შეეხება იმას თუ რას ნიშნავს რადიკალური ოპოზიცია, მე ვთქვი, რომ “რადიკალური ოპოზიცია” და “ქვეყნის მტერი” არ არის სინონიმები, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიძლება მტრობდეს ქვეყანას , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.
კობახიძემ ქვეყნის მტრობის მაგალითად მოიყვანა პარტია „ლელოს“ განცხადებები, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დღემდე ითხოვენ.
კობახიძის შეფასებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა დაზარალდება.
„ჩვენი შეხედულებები გვაქვს ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებით.
მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ სამი წელი უმძიმეს ბრძოლაში გავატარეთ. ჯერ იყო არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და ვითარების არევის მცდელობა და მერე გახსოვთ, რა ხდებოდა 2022 წლის თებერვლიდან, როცა უკრაინაში დაიწყო ომი, რას ითხოვდნენ ჩვენგან.
სხვათა შორის, ერთ-ერთი პარტია - „ლელო“ დღესაც ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რითაც საქართველო ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, მაგრამ გაანადგურებს საკუთარ ეკონომიკას. ეს არ არის მტრობა? იმავდროულად, გვპირდებიან 1000-ლარიან პენსიას ქართველი პენსიონერებისთვის, ანუ ეკონომიკა უნდა დაანგრიონ და პენსია უნდა გახადონ 1000 ლარი. აქედან ჩანს, ერთი, მტრული სულისკვეთება, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი და, მეორე, ჩანს, რამდენად ყალბია მათი დაპირებები“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
- "ღარიბაშვილზე თქვეს, რომ სამოხელეო დანაშაული არ არის, მე კი გაფლანგვის საქმეზე მომისაჯეს, ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ამნისტიაში მეც არ მოვყვე"
- "ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან" - ირაკლი კობახიძე
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
