" საკითხების განხილვა უკუღმა დაიწყეს - მართლა ვერაფერი გავიგე ამ შეხვედრაზე, თუ გამრავლების ტაბულა არ იცით, ლოგარითმებზე ხომ არ მიხვალთ პირდაპირ?! "- იაგო ხვიჩია
საკითხების განხილვა უკუღმა დაიწყეს - მართლა ვერაფერი გავიგე ამ შეხვედრაზე, თუ გამრავლების ტაბულა არ იცით, ლოგარითმებზე ხომ არ მიხვალთ პირდაპირ?! - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა უცნაური და არაფრის მომცემია.
„ჩემი აზრით, ეს შეხვედრა „ქოცების“ მიერ მოწყობილი შეხვედრისთვისაც კი უცნაურია და არაფრისმომცემი, იქიდან გამომდინარე, რომ განხილვა უკუღმა დაიწყეს, მაგალითად, ისეთი პუნქტებით როგორიცაა ანტიკორუფციული სამსახური, რომლის ცალკე განხილვა, სანამ სასამართლოზე დისკუსია არ ყოფილა და რაღაცაზე არ შევთანხმებულვართ, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. უბრალოდ, მართლა ვერაფერი გავიგე ამ შეხვედრაზე, როცა მეშვიდე პუნქტიდან იწყებ რაღაცას. რაღაცა ხომ პრერეკვიზიტია საკითხის განსახილველად. თუ გამრავლების ტაბულა არ იცით, ლოგარითმებზე ხომ არ მიხვალთ პირდაპირ?!“ - განაცხადა ხვიჩიამ.
ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე 3 საკითხს განიხილავენ, კერძოდ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას არ ესწრებიან "ლელოს"დეპუტატები, მათი შეფასებით, ეს პროცესი იმიტაციაა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
