"რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, მასზე არ არის დამოკიდებული" - სოზარ სუბარი სააკაშვილის შეწყალებაზე
„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოში მოქმედი „უცხო ქვეყნის აგენტების პატრონები“.
„უცხო ქვეყნის აგენტად“ მან სალომე ზურაბიშვილი მოიხსენია და აღნიშნა, რომ რთულია წინასწარ იმის თქმა, თუ რას მოიმოქმედებენ მისი პატრონები სააკაშვილთან დაკავშირებით.
„რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ეს მასზე არ არის დამოკიდებული. ის ამ შემთხვევაში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი კი არ მოქმედებს, არამედ მოქმედებს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი და რასაც ისინი ეტყვიან, იმას გააკეთებს. რას ეტყვიან, ამაზე მარჩიელობა რა თქმა უნდა, წინასწარ არ შეგვიძლია.
ბევრი რამ შეიძლება იყოს: თუ მისი უცხოელი პატრონები, რომელთა მიზანი არის საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და შემდეგ, საქართველოს ომში ჩართვა, უფრო ზუსტად, აგენტოკრატიის დამყარება, გადაწყვეტენ, რომ სააკაშვილის გამოშვებით კოლექტიური „ნაცმოძრაობა" უფრო დიდ შედეგს დადებს, ამ შემთხვევაში, გამოაშვებინებენ. თუ გადაწყვეტენ, რომ სააკაშვილის გამოშვება მოახდენს სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა ხმების მობილიზებას და საბოლოო შედეგისთვის ეს უარესი იქნება, მაშინ მას არ გამოაშვებინებენ. ახლა ისინი რას იზამენ, ამაზე მარჩიელობა, მე ნამდვილად არ შემიძლია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ინფორმაციას პარტია „ხალხის ძალა“ ავრცელებს.
სიახლეები
- "ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ვფიქრობ, ციხე არ ელით"
- "ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მეუფე შიო
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
