"სრული ფარსია სააკაშვილის ნავალნისთან შედარება - არაფერი საერთო არ აქვთ ერთადერთის გარდა, რომ ერთიც ციხეში იჯდა და მეორეც" - მიხეილ სარჯველაძე

სრული ფარსია სააკაშვილის ნავალნისთან შედარება. მათ შორის არავითარი საერთო არ არსებობს, პირიქით, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სერგეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის ერთადერთი საერთო ისაა, რომ ციხეში ისხდნენ.

 

„სრული ფარსია სააკაშვილის ნავალნისთან შედარება. არაფერი ერთმანეთთან კავშირი და საერთო არ აქვთ ერთადერთის გარდა, რომ ერთიც ციხეში იჯდა და მეორეც. უბრალოდ, არ მგონია, რომ ნავალნის შემთხვევაში ბრალი დასაბუთებული იყო, სააკაშვილის შემთხვევაში კი პრაქტიკულად უდავოა, რომ დანაშაულები, რომელიც მას შეერაცხა, დასაბუთებულია," - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

რაც შეეხება შეწყალებას - როგორც მმართველი გუნდის დეპუტატო აცხადებს, არსებობს რისკები იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

 

"რისკებს ვარქმევ ამას იმიტომ, რომ რეალურად არაფრით არ იქნება არგუმენტირებული სააკაშვილის შეწყალება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბათ, დღეს საპატიმრო დაწესებულებაში ათასობით ადამიანია, რომელიც თუ შეწყალებაზე მიდგა საქმე, უფრო მეტად იმსახურებს შეწყალებას, ვიდრე სააკაშვილი," - აღნიშნა დეპუტატმა.

 

მან ასევე პრეზიდენტის მხრიდან საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს ვეტოსთვის რეალური მიზეზი გააჩნია და მას უბრალოდ იმ კარტის გათამაშება უწევს, რომელიც ოპოზიციას აწყობს.

 

„აჟიოტაჟის და ეიფორიული მდგომარეობის შექმნის მცდელობას ჰგავს. რეალური მიზეზი ვეტოსთვის მას არ გააჩნია, უბრალოდ მას უწევს იმ კარტის გათამაშება, რომელიც ოპოზიციას აწყობს. ეს არის თავიც და ბოლოც არგუმენტაციისა, რის გამოც ის შეიძლება აპირებდეს ვეტოს დადებას, თუმცა ამის მიღმა რა კონკრეტული ნაკლოვანება შეიძლება გააჩნდეს ამ კანონპროექტს, მას პასუხი ობიექტურად არ ექნება,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

წაკითხვა 240 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 21 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.