"ჩვენ ვსაუბრობთ, რომ 1000-ლარიანი პენსია შეუძლებელია, ელემენტარული თაღლითობაა თაღლითობაში შემჩნეული ადამიანებისგან" - გია ვოლსკი

რეალურია, რომ 1000-ლარიან პენსიაზე საუბარი არის გათვლილი საარჩევნო პროპაგანდის სტრატეგიაზე და საარჩევნო პროპაგანდის ნაწილზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. მან ლაშა ხუციშვილს სთხოვა დამატებითი ინფორმაცია წარადგინოს პენსიებთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორი პარტია „ლელოა“.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს 1000 ლარიანი პენსია შეუძლებელია, ელემენტარული თაღლითობაა, მით უმეტეს, თაღლითობაში შემჩნეული ადამიანებისგან. გთხოვთ დამატებით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, ზოგად პარამეტრებს სოციალური პაკეტიდან, რომელიც პენსიონერებზეა გათვლილი და გარკვეულწილად წარმოადგენს მათ სერიოზულ მხარდაჭერას, გინდ მედიკამენტების, გინდ სამედიცინო და სხვა დახმარებების თვალსაზრისით. ეს ხომ რეალობაა. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ციფრები უნდა დავასახელოთ, ვინაიდან ვიცით გათვლა რაზეც კეთდება. 800 ათასზე მეტი პენსიონერია. მათი პროცენტი მაინც რომ მოტყუვდეს და რეალური ინფორმაცია არ ჰქონდეს, შესაძლოა, ადამიანებმა, რომლებმაც მოტყუების თაღლითური სქემა მოიფიქრეს, გადალახონ კიდეც ის ბარიერი, რომელიც არის დაწესებული.

 

აქედან გამომდინარე, არა მარტო იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, ჩვენი ვალდებულებაა, ხალხს სიმართლე ვუთხრათ და არა მარტო მოხუცებს და პენსიონერებს, არამედ მათ, ვინც ამ თემასთან მიმართებით არის მგრძნობიარე. ასე, რომ, გთხოვთ, დამატებით ინფორმაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - მიმართა ვოლსკიმ ფინანსთა მინისტრს.

წაკითხვა 211 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 21 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.