28 თებერვალს, პარლამენტში, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოსმენა იგეგმება
28 თებერვალს, პარლამენტში, საქართველოში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის მოსმენა იგეგმება. ამერიკელ დიპლომატს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა - ეს არის თემა, რომელზეც რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტში ისაუბრებს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ასევე გამოვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც დეპუტატებს საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) და ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშებს გააცნობს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა 28 თებერვალს, 11:00 საათზე დაიწყება.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
