"ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერგადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა და მომავლის რწმენა" - ნიკა მელია
ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერგადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა და მომავლის რწმენა. ხალხის ერთობა, რომელსაც ბევრად მეტი საერთო აქვს, ვიდრე წარსულში გაკეთებული განსხვავებული პარტიული არჩევანია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
„ბოლო დროს ხშირად ისმის საექსპერტო მოსაზრებები, როგორ უნდა დაჯგუფდეს ოპოზიცია მომავალი არჩევნებისთვის, როგორ გამსხვილდეს და ა.შ. ხშირად ისმის დაყოფა, ყოფილი „ნაცი“, მოქმედი თუ ყოფილი „ქოცი“.
მაშინ, როდესაც „ოცნება“ ცდილობს, დაყოს პოლიტიკური სპექტრი და არსებული ელექტორატი „ნაცებად“ და „ქოცებად“, რაც არის დაყოფა წარსულის და არა მომავლის პერსპექტივისა თუ არჩევანის მიხედვით, ჩაგვკეტოს წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანში, თითქოს არ გვქონდეს ახალი მოცემულობები, ახალი გამოწვევები და მომავალი – არის მოცემულობისა და ელექტორალური დამოკიდებულებების უგულვებელყოფა.
წარსულში, 2004 წლის მდგომარეობით, „ნაცი“ მოსახლეობის 94%-ია, ხოლო 2012 წლის მდგომარეობით, „ქოცი“ – 55%.
დღეის მდგომარეობით კი, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, მყარი და პრინციპული და არა „შუაშისტური“, არჩევანი არის „არცერთი“, რაც არ ნიშნავს გადაუწყვეტელობას, ეს ნიშნავს მათ მყარ გადაწყვეტილებებსა და ცვლილების სურვილს, ჩვენ კი უნდა მოვძებნოთ ის გზა, რომელსაც მივყავართ მომავლისკენ, რომელიც, პირველ რიგში, აერთიანებს ჩვენს ამომრჩეველს.
ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერგადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა და მომავლის რწმენა. ხალხის ერთობა, რომელსაც ბევრად მეტი საერთო აქვს, ვიდრე წარსულში გაკეთებული განსხვავებული პარტიული არჩევანია.
ხოლო ერთობის ზომას არ განსაზღვრავს მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობა, განსაზღვრავს ხალხის რაოდენობა, რომელსაც ეს ერთობა აერთიანებს, რომლის ინტერესსაც ატარებს და ასახავს“, – წერს ნიკა მელია.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი