"რაც დრო გადის, მით უფრო ჩნდება, რომ ქვეყანაში არსებობს სამი პარტია, „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები"
კარგია, რომ ნიკა მელია არ ჩქარობს, რაც დრო გადის, მით უფრო ჩნდება, რომ ქვეყანაში არსებობს სამი პარტია, „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას ნიკა მელიას დღევანდელ ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, სადავ მან აღნიშნა: „ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერგადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა და მომავლის რწმენა“.
„ვერ გეტყვით, რა იგულისხმა ნიკა მელიამ კონკრეტულ ტერმინებში, მაგრამ, ზოგადად, კარგია, რომ ნიკა მელია არ ჩქარობს, რადგან რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ჩნდება, რომ ქვეყანაში არსებობს სამი პარტია: „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მელია არის „ნაცების“ ერთ-ერთი ღვაწლმოსილი ძლიერი ლიდერი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ შეცდომების შედეგად ახლა გაუგებრობაშია. ეს გაუგებრობა უნდა აღმოიფხვრას და „ნაცები“ თავიანთ საწყისს, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, რა შანსი აქვს მელიას პოლიტიკაში და რა მომავალი ექნება მის პარტიას, ხვიჩიამ განაცხადა:
„გააჩნია. არშექმნილ პარტიაზე რთულია საუბარი, ისევე როგორც წაუკითხავ წიგნზე, მაგრამ ვინაიდან ვიცი, რომ ნიკა მელია იქნება თუ ნიკა გვარამია, რეალურად ძირძველი, გულწრფელი „ნაცები“ არიან, ვერც კი წარმომიდგენია, რომ დარჩენილ დროში მათ რამე არანაცური გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი ღიად დაუჭერს მხარს ორიგინალ „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
- "ღარიბაშვილზე თქვეს, რომ სამოხელეო დანაშაული არ არის, მე კი გაფლანგვის საქმეზე მომისაჯეს, ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ამნისტიაში მეც არ მოვყვე"
- "ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან" - ირაკლი კობახიძე
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
