"ხელმოცარულებს რომ ჰკითხო, ყველა ნაპოლეონია და სიაზე ვერ შეთანხმდნენ, ყველა ახალ-ახალ პარტიას ქმნის" - ირაკლი ზარქუა
ხელმოცარულებს ყველას ამბიცია აქვს, მათ რომ ჰკითხო, ყველა ნაპოლეონია და სიაზე ვერ შეთანხმდნენ, ყველა ახალ-ახალ პარტიას ქმნის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
ზარქუას თქმით, მათ დამფინანსებლები გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
„არიან პატრონები, დამფინანსებლები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში მათ აფინანსებდნენ, რათა მოეხდინათ რევოლუციური სცენარები, ახალგაზრდები გამოეყენებინათ, შეცდომაში შეეყვანათ. არ გამოუვიდათ და იმავე სერიას აგრძელებენ. ქვეყნის საგარეო მტრებში ვგულისხმობ მათ, რომლებსაც აქ ქაოსი სურთ, უნდათ, რომ ხელისუფლებაში მარგინალები მოიყვანონ და შემდეგ თავის ჭკუაზე ამოძრაონ, ზოგან მეორე ფრონტი გახსნან ან სიგიჟე კანონები მიიღონ, მათ შორის ლგბტ პროპაგანდის მიმართულებით. იცით, როგორი გააქტიურებულია პროპაგანდა. ამას ვგულისხმობ ამ მავნებლებში, რომლებიც ფინანსდებიან და კოორდინირებული არიან ქვეყნის გარე პერიმეტრიდან. მათ ინტერესებში შედის, რამენაირად არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს.
ამ ხელმოცარულებს, ყველას ამბიცია აქვს, რომ ჰკითხო, ყველა ნაპოლეონია და სიაზე ვერ შეთანხმდნენ, ყველა ახალ-ახალ პარტიას ქმნის. ეს ჩვენც ვიცით და გარეშე მტრებმაც იციან, ამიტომ მოუწოდებენ შეერთდით, გაერთიანდითო. „ნაცებს“ დაახლოებით 15-17 პროცენტი აქვს. 60%-მდე მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ის 20 პროცენტი რომ არ დაიკარგოს, ამიტომ მოწოდებებია გაერთიანებისკენ. ვინ უნდა მოატყუო? ეტყობა, გარე მტრებმა არ იციან, რომ მელიამ რაც არ უნდა შვიდი პარტია შექმნას, იგივე „ნაცია“. მანამდეც იყო და ახლაც იგივეა, უბრალოდ დავარქვით „ნეონაცი“. გვარამიამ რაც არ უნდა დაირქვას, ახალი ვარო, რაღაცებს იგონებს სიგიჟეებს, წლები იყო იდეოლოგი „მწვალებელთა პარტიის“, უბრალოდ, ხელმოცარული დარჩა, ჩაეფუშა ყველაფერი, დაეშალა პარტია. ხაბე გახდა ბოლოს „ნაცების“ პრეზიდენტი, გვარამია გაემიჯნა, რადგან ესირცხვილება მათთან ერთად დგომა და ახლა ცალკე პარტია შექმნა თურმე, ახალგაზრდებს უნდა, ამოეფაროს. გვარამია იქნება ახალი სახე ქართულ პოლიტიკაში? – არა. „ნაცები“, „ნეონაცები“ და „ჩახდილები“ არ დაგვავიწყდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო