"ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლონებს არასდროს ექნებათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ყველა გამოკითხვის მიხედვით, არჩევნებს „ქართული ოცნება“ იგებს" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლონებს არასდროს ექნებათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, რომ ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, იგივე სურათია, რაც 2016 და 2020 წლების წინასაარჩევნო პერიოდში იყო.

 

„არაფერი ახალი არ ხდება. გაიხსენეთ 2020 წლის, 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდები, ზუსტად იგივე ხდება და მიკვირს, რომ იგივე მეთოდებით ცდილობენ, დააბნიონ ქართული საზოგადოება. სინამდვილეში, ამას ყველაზე კარგი სახელი თავად მიხეილ სააკაშვილმა დაარქვა, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები. ამიტომ, მთავარია, საზოგადოება ხვდება, რომ ესენი არიან კლონები. შეიძლება, ზოგს ცხვირი ჰქონდეს სხვანაირი, ზოგს ყური, მაგრამ სინამდვილეში, ესენი არიან კლონები. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლონებს არასდროს ექნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ყველა გამოკითხვის მიხედვით, არჩევნებს „ქართული ოცნება“იგებს.

 

პაპუაშვილის განმარტებით, მთავარია, არა მხოლოდ მოგება, არამედ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რითაც, მისივე თქმით, „ოცნება“ გაამყარებს საქართველოს დემოკრატიას.

 

„ყველა გამოკითხვის მიხედვით, არჩევნებს „ქართული ოცნება“იგებს. მთავარი არის ახლა კონცენტრირება იმისთვის, რომ არა მხოლოდ მოვიგოთ დამაჯერებლად, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს გახლავთ ქართველი ხალხის ინტერესი, მათ შორის იმიტომ, რომ მოსალოდნელია ოპოზიციის მხრიდან კვლავ ბოიკოტი. ამიტომ ქართველმა ხალხმა მკაფიო გზავნილი უნდა მისცეს, როგორც ოპოზიციას, ისე ყველას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ საკონსტირუციო უმრავლესობით ქართული ოცნება გაამყარებს საქართველოს დემოკრატიას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 216 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 06 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.