"ადეიშვილი რომ ბუნდესტაგში მიიწვიეს, ქართული სასამართლოს შეცდომაა, არავის აინტერესებს, საქართველოს სასამართლომ ვის რა მიუსაჯა, აზრად არავის მოუვა, ამოწმოს გადაწყვეტილებების განაჩენები"- იაგო ხვიჩია
ზურაბ ადეიშვილი რომ ბუნდესტაგში მიიწვიეს, ეს ქართული სასამართლოს შეცდომაა, რადგან არავის აინტერესებს, საქართველოს სასამართლომ ვის რა მიუსაჯა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნასთან დაკავშირებით განუცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, „ყველას ესმის, ეს რა სასამართლოა“ და აღნიშნა, რომ არავინ არჩევს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადამიანი მართლა დამნაშავეა თუ არა.
„აბა, ეს ინგლისის ან ამერიკის სასამართლო ყოფილიყო, ადეიშვილს თუ მიიწვევდნენ, მაგრამ როცა ასეთი სასამართლო გაქვს და კაციშვილმა არ იცის, ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული პირი მართლა დამნაშავეა თუ არა, არავის აზრად არ მოუვა, ამ გადაწყვეტილებების განაჩენები ამოწმოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა. შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზე განთავსდა.
სიახლეები
- “ბრიტანეთის საელჩო ფიქრობდა, რომ ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ ეს ჩაქუჩი, საბოლოო ჯამში, თითზე დაირტყა, ვინაიდან საკუთარი თავი ამხილა საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებაში” - შალვა პაპუაშვილი
- “ოპოზიციას არ ჰყავს არცერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა, ამის გამოა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსებს, ხან ერთ დავალებას აძლევენ გარედან, ხან მეორეს, ვერცერთი მათი ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული”- ირაკლი კობახიძე
- “ბრიუსელში ამ საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდაჭერი, თუმცა კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს თემა გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” - მაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის საკითხზე
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გიორგი ცხაკაია დაინიშნა
- “პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა და შანტაჟი ქართველი ხალხის მიმართ, ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ვინმეს მოსწონს თუ არა ეს არჩევანი, მას ყველამ პატივი უნდა სცეს” - პრემიერი