"ნაცმოძრაობა“ „წითელი ხაზია“, „ოცნება“ „ლურჯი ხაზი“, მათთან კოალიცია კატეგორიულად მიუღებელია"- გიორგი გახარია
ჩვენ არჩევნებზე წავალთ დამოუკიდებლად- არასდროს ისე ოპტიმისტურად არ ვყოფილვარ განწყობილი, როგორც ვარ დღეს, არასდროს მქონია ისეთი ბრძოლის უნარი როგორც დღეს მაქვს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გახარიამა აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ შეუძლებელი და „წითელი ხაზია“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის კოალიცია.
მისივე თქმით, ასევე კატეგორიულად მიუღებელია დღევანდელი სახის „ქართულ ოცნებასთან“კოალიცია, ამიტომ ურჩევნიათ, ოპოზიციაში დარჩნენ.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის კოალიცია სხვაა და თანამშრომლობა სხვა რამეა. კოალიცია კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „წითელი ხაზია“, „ოცნება“ „ლურჯი ხაზია“ იმიტომ, რომ დღევანდელი „ოცნება“ მიუღებელია. დღეს, ერთის მხრივ, „ოცნება“, პროპაგანდისტულ სისტემას რომ გადახედოთ, გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს არჩევანი, არის მხოლოდ ბოროტი „ნაციონალური მოძრაობა“ და ვითომ კეთილი, სამართლიანი და პატრიოტი „ოცნება“. „ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნება, რომ არა, არ არსებობს არჩევანი, არის მხოლოდ პროგრესული „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსული ოცნება“. სინამდვილეში, ნამდვილი არჩევანი არის ამ ორი რადიკალური ძალის მიღმა. საქართველოს მოქალაქეებმა ეს უკვე დაინახეს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხედავენ, „ნაციონალური მოძრაობის“, ამ რადიკალურ, ბრუტალურ რევანშისტულ განწყობებს და ძალიან კარგად ხედავენ „ოცნების“ რაღაც კორუმპირებულ , ინფანტილურ [დამოკიდებულებას]... ერთი ვერაფერი გააკეთეს. ამხელა ადამიანი დააბრუნეს, იძულებით გამოიყვანეს, აქტიურ პოლიტიკაში დააბრუნეს და რა? რაიმე პრობლემა გადაწყდა, რაიმე კითხვებს პასუხი გაეცა, მართვის სისტემა დაიხვეწა? პირიქით, გაურკვევლობის ხარისხის სულ უფრო და უფრო გაიზარდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, თუ ორი თვის წინ მმართველი პარტია ამბობდა, რომ რომ 60%იანი მხარდაჭერა აქვს, მაშინ მთავრობებს რატომ ცვლიან?!
„მთავრობებს თუ ვცვლით, თავიდან რატომ ვამბობთ, რომ ჯერ შევცლით, მერე არ შევცვლით, მერე ისევ შევცვლით, მერე გავაგდებთ, ჩვენ ხომ საბავშვო ბაღში არ ვართ, ჩვენ ხომ მოქალაქეები ვართ. ჩვენ ვუყურებთ პროცესს და ვამბობთ, რომ მეგობრებო, რა ხდება?! - სინამდვილეში, ის იმედი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ, რომ ივანიშვილის ნათლად, ხილულად გამოჩენა ოფიციალური თუ როგორც გინდათ დაარქვით, პოლიტიკაში დაბრუნება სიტუაციას დაალაგებდა, ქვეყანას დაამშვიდებდა, პირიქით, ქაოსია, პირიქით, უფრო მეტი არეულობაა. მე პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვარ, მე არავის არც კარგს ვუკარგავ და პრობლემებზეც ლაპარაკი არასდროს გამჭირვებია. მე ხომ ვხედავ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ჩვენნაირი პოლიტიკური პარტიებისთვის იზრდება იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები ხედავენ, რომ ვერაფერს ალაგებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფალ ვარდნაშია, ვერ გაუგიათ რამდენად იშლებიან, „ოცნება“ კი, მაგალითად, თქვენ იცით, არჩევნებზე მარტო წავა, თუ „ხალხის“ ძალასთან ერთად, თუ კიდევ ვიღაცებს შემოიკრებს? ჩვენ ერთი წელია ვამბობთ, რომ ჩვენ არჩევნებზე წავალთ დამოუკიდებლად. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მყარად ვართ. არასდროს ისე ოპტიმისტურად არ ვყოფილვარ განწყობილი, როგორც ვარ დღეს, არასდროს მქონია ისეთი ბრძოლის უნარი როგორც მაქვს დღეს“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან მან ისაუბრა მის გუნდთან დაკავშირებით, რომელსაც მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხან ემუქრებიან, ხან სამსახურიდან აგდებენ, ბრძოლას აგრძელებენ.
„ამიტომ, მე ვხედავ შესაძლებლობას, რომ არჩევნებზე ჩვენ დავასრულებთ ამ მანკიერ ერთმანეთთან ბრძოლას. ჩვენ არ გვინდა წარსულთან ომი, ჩვენ არ გვინდა გავაგრძელოთ შურისძიება“, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, „უნდა მოხდეს ივანიშვილის დეინსტიტუციონალიზაცია“.
„რა გგონიათ, გენიოსები არსებობენ, გჯერათ? - გენიოსები იბადებიან ას წელიწადში ერთხელ. ქვეყნის ყველა ფუნქციური ინსტიტუტის შეთავსება ერთ ადამიანს შეუძლია, რამდენადაც ჭკვიანი არ უნდა იყოს? როგორ გითხრათ, საპატიო თავმჯდომარეს რომ პრემიერ-მინისტრის წარდგენის უფლება აქვს, ეს უბრალოდ, არასწორია კი არა, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო