ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ მოხსნეს კანცელარიასთან რკინის ღობე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რკინის ღობის მოხსნის გადაწყვეტილება ძალოვან უწყებებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გადაწყვიტა. წინა პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, დროს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაზე კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს.
"იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები... საბოლოო ჯამში, მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.ირაკლი ღარიბაშვილმა სპეკულაცია უწოდა 200 000 ლარის "გადაყრას" და აღნიშნა, რომ რკინის კონსტრუქციას საგანმანათლებლო დაწესებულებას გადასცემენ, მთავრობისთვის დამატებითი ხარჯი კი მხოლოდ ჯებირის მონტაჟი და მისი მოხსნაა.
ღობესთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს 9 მარტს - ჯებირების დემონტაჟიდან მეორე დღეს. მისი თქმით, ღობის გაკეთების მიზანი უსაფრთხოება იყო.
"დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ ღობის გარეშე შენობაში... [დესტრუქციული ძალები] გმირ პოლიციელებს როგორ შეურაცხყოფდნენ კანცელარიის წინ - ხან ფქვილი დააყარეს, ხან საღებავი შეასხეს და ჩვენს თანამშრომლებს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, როგორ აწუხებდნენ - შიგნით შეცვივდებოდნენ ყოველგვარი საშვების გარეშე და დესტრუქციას აწყობდნენ და საშინელებებს სჩადიოდნენ", - თქვა 9 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა.
2023 წლის 7 აპრილს, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერის მოსაწყობად სამუშაოები მოულოდნელად დაიწყეს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით. 11 თვის თავზე კი, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს, ღობის დემონტაჟი დაიწყეს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
