"ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვეტინგი კატეგორიულად მიუღებელია" - ირაკლი კობახიძე
პირადად ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვეტინგი კატეგორიულად მიუღებელია. ვეტინგის მსგავსი რამ 2004 წელს განხორციელდა. ამ ყველაფერმა რაც მოიტანა, საზოგადოებისთვის ნათელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ვეტინგი მისთვის არამხოლოდ ფორმალური სამართლებრივი მოსაზრებიდან გამომდინარეა მიუღებელი, არამედ, პრაქტიკული მოსაზრებიდანაც.
„როგორც იურისტმა შემიძლია დავადასტურო, რომ ვეტინგი ნამდვილად ეწინააღმდეგება არამხოლოდ ფორმალურად ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ, ის ეწინააღმდეგება პირველ რიგში, ზოგად კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, პირადად ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვეტინგი კატეგორიულად მიუღებელია. ვეტინგის მსგავსი რამ 2004 წელს განხორციელდა, რაც მოიტანა ამ ყველაფერმა, საზოგადოებისთვის ნათელია. ეს იყო სასამართლოს სრული დამორჩილება აღმასრულებელი ხელისუფლების, სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმის მიერ. აქედან გამომდინარე, ვეტინგი მიუღებელია არამხოლოდ ფორმალური სამართლებრივი მოსაზრებიდან გამომდინარე, არამედ, პირველ რიგში, პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე. დღეს, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, წოწორია ვეტინგს ატარებს მოლდოვაში. ყველას შეგიძლიათ ივარაუდოთ, როგორ დასრულდება ეს ვეტინგი. ჩვენთვის ასეთი პროცესები მიუღებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
- "ღარიბაშვილზე თქვეს, რომ სამოხელეო დანაშაული არ არის, მე კი გაფლანგვის საქმეზე მომისაჯეს, ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ამნისტიაში მეც არ მოვყვე"
- "ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან" - ირაკლი კობახიძე
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
