"მგონი, უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ „სახე გააძრო“ „ქოცებს“ - იაგო ხვიჩია

მგონი, უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ „სახე გააძრო“ „ქოცებს“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხვიჩიას განმარტებით, ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიამ, ფასების ზრდასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ „დაანარცხა“.

 

„მე არ ვიცი რამდენი დაუჯდათ „ქოცებს“ ლგბტ კამპანია, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცების“ ამ კამპანიამ [ფასების ზრდასთან დაკავშირებით] დაანარცხა ქოცები. მგონი უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ სახე გააძრო ქოცებს. ახლა ველოდები, რომ 1 მილიონი ჩადონ „ქოცებმა“ ლგბტ კამპანიაში.

 

მე მაქვს იდეა, რომ როზნერი და როშე ვაჩხუბოთ და ქართველი ხალხი დავისვენებდით. ამით შევარბილებდით ჩვენ პოლიტიკურ პოლარიზაციას და თან გავერთობოდით ჩვენი „პიარშიკების” ჩხუბით”, - განაცხადა ხვიჩიამ.

 

კითხვაზე თუ რატომ გაიწელა ამ დრომდე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივა, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” სავარაუდოდ, მსგავსი პროპაგანდის “მსხვერპლს” თავის რიგებში ეძებდა.

 

„ეტყობა საკუთარ გუნდებში ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლს ეძებდნენ. რომ ეთქვათ: „ეს ადამიანი გახდა ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი და თავის თავს ცუდი რამ მოუწია”. მაგრამ, როგორც ჩანს მსხვერპლობა არავის მოუნდა”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

წაკითხვა 212 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 14 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.