"საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლა სერიოზული მხარდაჭერის გზავნილია, რადგან ქვეყანაში წლების განმავლობაში არ ჩამოსულა" - პაატა მანჯგალაძე
საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლა სერიოზული მხარდაჭერის გზავნილია, რადგან ქვეყანაში წლების განმავლობაში არ ჩამოსულა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა და აქცენტი გააკეთა იმ საკითხებზე, რომლებიც პრობლემატურია.
„ეს არის დიპლომატიური ენა – მან ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე, მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე, ასევე სხვა ცვლილებებზე. მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს არ ასრულებს. ფორმულა მუშაობს – რაც უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, უფრო ახლოს ვართ ნატო-სთან. ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი არ არის, ასევე არის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხდა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
- “როგორ არის ფრანგულად ქაჯუნ? სე ლა ვი!” - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს
- ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო
- დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა
- “ღაზას ომი ისრაელის იმიჯს მთელ მსოფლიოში აზიანებს” – მაკრონი