"საქართველო იყო და არის ევროპული ქვეყანა და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი! - იყო ქართველი, ნიშნავს იყო ევროპელი" - გიორგი ვაშაძე „ევრონესტის“ ასამბლეაზე

ბრიუსელში გამართულ „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სიტყვით გამოვიდა.

„გამარჯვების პლატფორმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ევროპარლამენტის კომიტეტიდან მხარდაჭერისთვის ევროპელ კოლეგებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.

 

ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა ასევე უკრაინელ ხალხსაც გადაუხადა, რადგან მისი თქმით, სწორედ მათმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის, გახადა შესაძლებელი ჩვენი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა.

 

„ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, 2023 წლის ორი ძლიერი სურათი კვლავ თვალწინ გვიდგას: მამაცი ქართველი დედა, რომელიც აფრიალებს ევროპულ დროშას, ივანიშვილების პარტიის წყლის ჭავლის მიუხედავად. ხოლო მეორე, ხალხით სავსე ქუჩები და გულწრფელი ზეიმი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ. ჩემთვის პატივია, თქვენს წინაშე წარმოვადგინო საქართველო, რომელიც არის უძველესი ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არის, რომ მე თქვენს წინაშე გამოსვლა მიწევს იმ ისტორიული შანსის წინა პერიოდში რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა.

 

მადლობა ამ შანსისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მეგობრებს და მადლობა ჩემს ქართველ ხალხს, რომელმაც ბევრი იბრძოლა თავისუფლებისა და ევროპისთვის. მადლობა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, სწორედ მათმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის გახადა შესაძლებელი ჩვენი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა.

 

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჩვენ გადმოგვეცა 9 პირობა დემოკრატიული რეფორმების სახით, სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს მისი შესრულება. ძალიან კარგი გამოცდილება და მაგალითები აქვს ჩემს ქვეყანას წარმატებული რეფორმების მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, რომელიც ახლა სამწუხაროდ უსამართლო ტყვეობაშია. იყო დრო, როდესაც საქართველოს მოიხსენიებდნენ რეგიონის ჩემპიონ ქვეყნად. სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში არც ახლაა რთული საქართველომ დაიბრუნოს ეს სტატუსი მაგრამ დღევანდელი მთავრობის პირობებში ძალიან გართულდება ამის გაკეთება.

 

2024 წლის ოქტომბერში საქართველოში არის საპარლამენტო არჩევნები და მომავალი კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახელით გარწმუნებთ, რომ თუ დღევანდელი მოქმედი ხელისუფლება არ შეასრულებს ამ 9 პირობას, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ზუსტად 3 თვეში შევასრულებთ ყველა პირობას, რადგან საქართველო იმსახურებს თავისუფლებას და ევროპას. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და სხვა ევროპელ მეგობრებს ამ სტატუსისთვის და შანსისთვის, მადლობა ჩემს ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის! დაე, 2024 წელს ქართველმა ხალხმა ერთად შეცვალოს თავისი მომავალი უკეთესობისკენ, ახალი მთავრობით და ახალი იმედით.

 

საქართველო იყო და არის ევროპული ქვეყანა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი! იმიტომ, რომ ევროპა ყოველთვის იყო ქართული იდენტობის ცენტრში. იყო ქართველი, ნიშნავს იყო ევროპელი“,- განაცხადა ვაშაძემ, რომლის გამოსვლასაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

წაკითხვა 373 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 21 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.