"გუშინ რაღაც შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ხაბეიშვილი, რა ვუშველო, არ ვიცი" - ირაკლი ზარქუა
გუშინ ვუყურებდი იმ საცოდაობას, რასაც ადგილი ჰქონდა. რაღაც შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა, რა ვუშველო, რა ვუყო არ ვიცი. არც იქანა უნდათ, არც აქანა მიიღეს, აქცია მოაწყო პარტიის თავმჯდომარემ და იქაც უკან მოჩანჩალებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა გაუკვირდეს, არჩევნებზე თუ ბარიერს ვერ გადალახავს.
„შემდეგ „ნაცმოძრაობას“ გაუკვირდება, რატომ ვერ გადალახეს ბარიერი, ვერ გადალახავ ასეთი ლიდერის ხელში. ჩვენ გვახსოვს 2003 წელი, როდესაც წალენჯიხიდან დაიძრა ავტობუსი, რომელიც იყო იმედის, განვითარების, დემოკრატიის სიმბოლო, ასე ეგონა მთელ მოსახლეობას. აქვე შეგახსენებთ, ჩემი ოჯახის წევრები იქ არ იყვნენ, პირიქით, ოპოზიციაში ვიყავით, იმიტომ, რომ ვიცოდით, შევარდნაძე და ესენი ერთი კლანი იყვნენ მაშინაც. მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობას სჯეროდა ამ კაცის. ცოტა ხანში გავშიფრეთ და ყველამ საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ ეს ტირანია და დიქტატორიზმი, რაც „ნაცების“ ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვა. ახლა სიმბოლური იყო, რომ ხუთი მანქანა მოჰყვებოდა, ავტობუსიც ვერ დაიქირავეს. ხუთი მანქანის მეტი ვერ ნახეთ? მე ვთხოვდი ვინმეს და დაგამატებდით კიდევ ორს, „ხაბეს“ ხათრით. ასეთი სასაცილოები ხართ, იმიტომ, რომ თქვენმა არასწორმა, მწვალებლურმა, უსამშობლო პოლიტიკამ, რომელიც გულისხმობს, რომ ქართული სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები ფეხებზე გკიდიათ, მიგიყვანათ აქამდე. ატრიალეთ ახლა დროშა, ის ხუთი მანქანა და აბრიყვეთ ბელადი და შემდეგ – თქვენ“, – განაცხადა ზარქუამ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ალბათ დარჩება თავისი სიტყვების – „არა და არასდროს“ ერთგული.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არაფერია გამორიცხული, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ის დარჩება თავისი სიტყვების – „არა და არასდროს“ ერთგული. ვფიქრობ, ის გრძნობს პასუხისმგებლობას, როგორც კი შეიწყალებს, ის იქნება გამზიარებელი იმ მწვალებლობის, რეკეტის, ადამიანების დასახიჩრების, ახალგაზრდების ჩაცხრილვის, რასაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის დროს და არ მგონია, ეს ნაბიჯი გადადგას. ვფიქრობ, ამისთვის ჭკვიანია“, – განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო