"ნაცებს“, რომლებიც არჩევნებზე შვიდი პარტიით გადიან, მიშა ეუბნება, ერთი პარტიით გავიდეთო, ეს მიმართულება სწორია"
ხვიჩია გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „წვრილმანებზე კამათიდან უნდა გადავიდეთ საქმეზე, თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ ბარიერს, „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნული ბრძოლა და გამარჯვება“.
„„ნაცები“ რომ გადიან შვიდი პარტიით, მიშა ეუბნება, მოდით, ერთი პარტიით გავიდეთო. ეს მიმართულება სწორია, მაგრამ თან უნდა იყოს სათანადო წინადადება: შენ გაძლევ ამდენ ადგილს სიაში, შენ – ამდენს და ასე შემდეგ. სხვაგვარად არავინ ენდობა ერთმანეთს „ნაცებში“ და ამისთვის საჭიროა, რომ მიშამ დადოს არქიტექტურა, როგორ წარმოუდგენია „ნაცური“ პარტიების გაცვლა პარლამენტში, რომ 1 000 პარტია არ იყოს ნომინალურად. სინამდვილეში, ან ყველა „ქოცია“, ან ყველა „ნაცია“ და მოგეხსენებათ, ორი „გირჩი“ ვართ. ამიტომ ყველა არჩევნებში თითო პარტიით უნდა გავიდეთ „ნაცებიც“, „ქოცებიც“, „გირჩებიც“. ცალ-ცალკე პარტიების გასვლა ყველასთვის პრობლემურია, განსაკუთრებით ეს პრობლემა დგას „ნაცურ“ პარტიებში. ორი პარტიით თუ გავლენ არჩევნებზე, ალბათ ორივე გადალახავს ბარიერს, მაგრამ დღევანდელივით შვიდი პარტიით თუ გავლენ, ერთი გადალახავს, რომელსაც მიშა დაუჭერს მხარს. ეს პრობლემა არის „ნაცური“ პარტიების და, შესაბამისად, მიშას ნათქვამი სწორია, უბრალოდ, არ მესმის, ამდენი ხნის განმავლობაში მისგან კონკრეტული ნაბიჯები რატომ არ მოჰყვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
- "15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას" - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
- “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
- ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს