"ქუთაისში პარლამენტის ყოფნას ქუთაისის განვითარებაზე არავითარი გავლენა არ ჰქონდა"- პრემიერი
ქუთაისში პარლამენტის ყოფნას ქუთაისის განვითარებაზე არავითარი გავლენა არ ჰქონდა - შეიძლება თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ქუთაისის განვითარებაზე გავლენა არ ჰქონია! - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში სტუმრობისას, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში ქუთაისს “ღირსეული ადგილი ექნება“.
“თუ ეკონომიკა ჩვენი ჩამოსვლით იცვლება, ახლაც ჩამოვალთ, მაგრამ სტატისტიკით დასტურდება, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნა ქუთაისის დემოგრაფიას და ეკონომიკას არ წაადგა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქუთაისმა ახალი ფუნქცია შეიძინოს. ამისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა - ერთ-ერთია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მნიშვნელოვანია ქუთაისს ისეთი კონკრეტული გეგმები შევთავაზოთ, რომელიც სწორედ მის ეკონომიკურ განვითარებას წაადგება.
ჩვენ საარჩევნო პროგრამას ძალიან მალე წარვადგენთ. ამ საარჩევნო პროგრამაში ქუთაისს ღირსეული ადგილი ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა.
სიახლეები
- "ვულოცავ დავით ერემეიშვილს კანდიდატად დასახელებას და ვუსურვებ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებული ვარ" - ზაზა ლომინაძე
- რატომ ვირჩევთ ევროპას?
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს