პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიასპორისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისა და ხმის მიცემის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენებს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიასპორისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისა და ხმის მიცემის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენებს აქვეყნებს.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მასალაშია აღნიშნული, ბიულეტენები პრეზიდენტისა და დიასპორის შეხვედრაზე დასმული კითხვების საპასუხოდ მომზადდა.

უფრო კონკრეტულად, საუბარია საფეხურებზე, რომელიც საჭიროა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისთვის გაიარონ. პირველი ეტაპი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას გულისხმობს, რის შემდეგაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 50 მოქალაქე ხელს აწერს უბნის გახსნის მოთხოვნის განცხადებას, საბოლოოდ კი, უბნის მოთხოვნის განცხადების დედანი საკონსულოში იგზავნება.

რაც შეეხება მეორე ბიულეტენს, ის უშუალოდ ხმის მიცემის პროცესზე იძლევა ინფორმაციას. მასში ნათქვამია, რომ ხმის მიცემის პირველი ეტაპი დარეგისტრირებაა, შემდეგ არის ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავის შემოწმება, ბოლოს კი, 2024 წლის 26 ოქტომბერს უშუალოდ საარჩევნო უბანზე მისვლა და ფიზიკურად ხმის მიცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრები გამართა. გუშინ კი სალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლებს შეხვდა. ის ორბელიანების სასახლეში მიწვეულ სტუმრებს საზღვარგარეთ მყოფი ქართული დიასპორისთვის 2024 წლის არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობის შესახებ ესაუბრა.

წაკითხვა 163 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.