"ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, სასამართლოს ვერანაირი ცალკე აღებული „ვეტინგის“ სისტემა ვერ უშველის" - ანა წითლიძე

„ვეტინგი“ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, სასამართლოს ვერანაირი ცალკე აღებული „ვეტინგის“ სისტემა ვერ უშველის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი.

 

„ვერ გეტყვით, ვინ შეიძლება იყოს სტენსილების ავტორი, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ სასამართლო ხელისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას დღეს არ ჰყავს უფრო დიდი მტერი, ვიდრე ივანიშვილის პარტიაა. ვერაფერი და ვერავინ სასამართლო ხელისუფლებას ავტორიტეტს ვერ ურყევს ისე, როგორც ივანიშვილის პარტია. ხელისუფლების მთავარი მიზანი ახლა უნდა იყოს, 9-პუნქტიანი ვალდებულებიდან ერთ-ერთი – სასამართლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა – შეასრულოს და ამ სისტემაში რეფორმები განახორციელოს, გაარღვიოს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურობის 30-წლიანი მანკიერი ტრადიცია. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ ოთხ კორუმპირებულ და სანქცირებულ მოსამართლეს, ფაქტობრივად, ფარად ეფარება ივანიშვილის ხელისუფლება, ყველაფრის ფასად იცავს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება ისეა ერთმანეთში გადაზელილი, რომ ძნელია გარჩევა, რომელი რომელზეა დამოკიდებული ან რომელი რომელს აშანტაჟებს. არცერთ კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ეშინოდეს „ვეტინგის“ სისტემის. „ვეტინგი“ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, სასამართლოს ვერანაირი ცალკე აღებული „ვეტინგის“ სისტემა ვერ უშველის. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ და ვისწავლოთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ამ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

 

წითლიძის შეფასებით, იმ მოსამართლეთა პოზიცია, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „ვეტინგის“ სისტემას, მიუთითებს, რომ მათ რაღაცის ეშინიათ.

 

„სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი მოსამართლეა, რომლებსაც არ აქვთ პრობლება, რომ მათი კეთილსინდისიერება შემოწმდეს. „ვეტინგთან“ დაკავშირებით იმ მოსამართლეთა პოზიცია, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამას, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს აქვთ რაღაც ისეთი, რისიც ეშინიათ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

წაკითხვა 199 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 01 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.