"Hey Matthew, are you kidding my friend?" - ირაკლი ზარქუა მეთიუ მილერის განცხადებაზე

Hey Matthew, are you kidding my friend? (სალამი მეთიუ, ხუმრობ ჩემო მეგობარო?) - საქართველოში, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის 50%-ზე მეტი. თქვენს ქვეყანაში, ამერიკაში, მხოლოდ 25 % გენდობათ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დასანქცირდნენ და დღემდე ელოდებიან მიზეზების დასაბუთებას.

„Hey Matthew, are you kidding my friend? რაზეა საუბარი? საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დასანქცირდნენ, დღემდე ველოდებით კონკრეტულად რის საფუძველზე. შეგახსენებთ, კიდევ ერთ „ქეისს“, მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეს იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიიღო გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოჰპარა „რუსთავი 2“-ს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში. სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებთ, იმიტომ რომ ჩხიკვაძის გადაწყვეტილება სამართლიანი და ობიექტური იყო. ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს, ვინც „აბულინგებდით“ ამ მოსამართლეებს და მისი ოჯახის წევრებს. რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ? მათ შორის თქვენი კვლევებით, საქართველოში კანონის უზენაესობით ევროკავშირის 7 სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის ნატო-ს 11 სახელმწიფოს. საქართველოში, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის 50%-ზე მეტი. თქვენს ქვეყანაში, ამერიკაში, მხოლოდ 25 % გენდობა. What are talking about my friend? გაოგნებული ვარ“,- აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით მოუწოდებს „ხელისუფლებას, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“.

„სანქციები დაწესდა, რათა იმ ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე, [დაწესდა] ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

წაკითხვა 252 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.