"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ტიპის კანონი სუბიექტურად არასდროს აწყობს არცერთ ქვეყანას, იმ ქვეყნის გარდა, სადაც ეს კანონი მოქმედებს, ამ შემთხვევაში, კანონი აწყობს მხოლოდ საქართველოს "- მამუკა მდინარაძე
ეს არის იმ ტიპის კანონი, რომელიც სუბიექტურად არასდროს არ აწყობს არცერთ ქვეყანას, გარდა იმ ქვეყნისა, სადაც ეს კანონი მოქმედებს. ამ შემთხვევაში, ეს კანონი სუბიექტურად აწყობს მხოლოდ საქართველოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპონენტების მსგავსად, არც პარტნიორებისგან მოუსმენიათ არცერთი მიზეზი ან არგუმენტი, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი ცუდი.
„რატომ გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, რომ კანონი არ მოსწონთ? და თქვენ დღენიადაგ იშველიებთ მათ არგუმენტებს. ძალიან კარგი კითხვაა, უცნაური ამბავიც კია. ჩვენს მეგობრებთან საკმაოდ ხისტ დისკუსიაში ვართ შესული და კარგია, რომ ქვეყანა ამას ბედავს, რადგან აქამდე ეს არ ხდებოდა ხოლმე, მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ ყველა წარმატებას მივაღწიეთ. მათაც საბოლოო ჯამში უწევთ ხოლმე, აღიარონ ჩვენი თანასწორობა ამ საკითხში და არა ცალ ფეხზე დგომით, არამედ ამაყად, ორ ფეხზე დგომით ჩვენ ყველა სირთულეს გადავლახავთ ხოლმე, როგორც ყველა წინა შემთხვევაში ხდებოდა. „ნაცების“ ცალ ფეხზე დგომა გვახსოვს ჩვენ მათთან მიმართებაში და ორ ფეხზე კიარა, ათ ფეხზე დგომა ქართველებთან მიმართებით, გვახსოვს, მაშინ ერთი ნაბიჯი ვერ გადაიდგა წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ყველა ნაბიჯი „ქართული ოცნების“ პერიოდშია, რატომ? იმიტომ, რომ ამაყად, მყარად, პრინციპების, ეროვნული ღირსების დაცვით, საბოლოო ჯამში მაინც გვიფასდება სწორი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების და შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ სითამამის ფარგლებში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და არ უნდა მოგვერიდოს, რომ ჩვენი ოპონენტების არ იყოს, არც მათგან მოგვისმენია არცერთი მიზეზი ან არგუმენტი, რატომ არის ცუდი. არც ამის თქმას მოვერიდები, ეს არის იმ ტიპის კანონი, რომელიც სუბიექტურად არ აწყობს არასდროს არცერთ ქვეყანას, გარდა იმ ქვეყნისა, სადაც ეს კანონი არსებობს, მოქმედებს ან იმოქმედებს, დაინიცირებულია და ა.შ. ამ შემთხვევაში ეს კანონი სუბიექტურად აწყობს მხოლოდ საქართველოს, ეს კანონი საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების გადმოსახედიდანაც კი, სუბიექტურად, ლეგიტიმურად თუნდაც, არ აწყობს არცერთ ქვეყანას. და თუ მარტო ის არის ამის მიზეზი, რომ ვერ ეუბნებიან საფრანგეთს, შენ არ მიიღო, ევროკავშირს ვერ ეუბნებიან სხვა ქვეყნები, შენ არ მიიღოო და საქართველო აღმოჩნდება დაბალი ღობე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რატომ ხდება ასე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი