"მოსახლეობის უმრავლესობას სურს კანონი, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს ყველას უფლებას, მეორე მხრივ, მომავალ თაობას არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისგან" - მამუკა მდინარაძე
მოსახლეობის უმრავლესობას სურს კონსტიტუციაში ცვლილებები, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, მეორე მხრივ, დაიცავს ჩვენს მომავალ თაობებს პროპაგანდისგან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა, სადაც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
მდინარაძის განმარტებით, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის გამორიცხვა არის ეროვნული ინტერესი.
„აშკარაა, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ თემაზე არსებობს. არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა კანონი, კონსტიტუციაში ცვლილებები, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს (პრაქტიკაში, აღსრულებაში ეს ისედაც ასეა, ანტიდისკრიმინაციული კანონი გვაქვს) ადამიანის ნებისმიერ უფლებას, ნებისმიერი განსხვავების, ნებისმიერი არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად, დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებებს, მაგრამ მეორე მხრივ, დაიცავს ჩვენს მომავალ თაობებს, საზოგადოებას პროპაგანდისგან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და ამის გამორიცხვა არის ეროვნული ინტერესი.
ეროვნული იდენტობის, ჩვენი ტრადიციების ნაწილია, რომ ვართ ტოლერანტები, რა თქმა უნდა, ყველას უფლებას ვიცავთ და ვაღიარებთ, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, მაგრამ მეორე მხრივ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ის წანაზარდი, რასაც ჰქვია არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, უნდა გამოვრიცხოთ. ეს ვინმეს ან რამეს წინააღმდეგ ბრძოლა კი არ არის, ეს არის ჩვენი მომავალი თაობების უფლებების დაცვა, ასეც ჰქვია ამ კანონს, შემოკლებით რომ ვთქვათ, კანონს ჰქვია ოჯახური ღირებულებების კანონი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
