"კანონი არის რუსული, რადგან ამ კანონით საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი"
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის რუსული იმიტომ, რომ ამ კანონით საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული კანონი საქართველოში დემოკრატიას დაასამარებს.
„ეს კანონი მიზნად ისახავს გააჩუმოს სამოქალაქო სექტორი, თავისუფალი მედია და შემდეგ მოსპოს პოლიტიკური ოპოზიცია. ეს კანონი მიზნად ისახავს ბოლომდე დაასამაროს დემოკრატიის ჩანასახიც კი, რომელიც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაა რუსული ეს კანონი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ „არასწორ სახეს და სისუსტეს“ აჩვენებს ისიც, რომ 29 აპრილს კონტრაქციას გამართავენ.
„სისუსტეა, როდესაც ძალით გინდა 29 აპრილს კონტრაქციაზე ჩაიყვანო მთელი საქართველოდან ადამიანები. ამით რას აპროტესტებენ, რისთვის იკრიბებიან? ევროპულ ინტეგრაციას აპროტესტებენ, საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ აპროტესტებენ თუ რას, რისთვის იკრიბებიან? თუ ახალგაზრდებს უწყობენ კონტრაქციას? აი, ეს არის მათი არასწორი სახე”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე განცხადებით, საქართველო არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მსხვერპლი.
„ევროპარლამენტში გუშინდელი დისკუსია რასაც აჩვენებს არის ის, რომ რუსული კანონით საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. მეორე რასაც აჩვენებს არის ის, რომ საქართველო არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მსხვერპლი. მსხვერპლი ვართ იმ ანტიქართული ქმედების, რომელსაც ახლა ახორციელებენ ეს ადამიანები. მიუხედავად ამ პრობლემებისა მთელი ევროპა ხედავს, რომ მთელი საქართველო დგას ფეხზე და თქვენ ეიმედებით ევროპელებს. პირველ რიგში თქვენ მადლობა მინდა გითხრათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სიახლეები
- "ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ვფიქრობ, ციხე არ ელით"
- "ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მეუფე შიო
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
