"29 აპრილის აქცია იქნება „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად" - ხატია დეკანოიძე

29 აპრილს, ეს იქნება აქცია - „რუსული მარში“ „რუსული კანონის” დასაცავად, რომელსაც ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენი ხელისუფლება ატარებს იმ ადგილას, რომელიც დამოუკიდებლობის, დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალი საქართველოს სიმბოლოა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ყველაზე დიდი მკრეხელობა, რომელსაც აიძულებენ, მათ შორის, ადმინისტრაციულ რესურსს, რომ ჩამოვიდნენ და ამ მარშში მიიღონ მონაწილეობა.

 

„არაერთხელ მითქვამს, რომ ეს აქციები არ არის ოპოზიციის ორგანიზებული. ეს აქციები ტარდება ყოველდღე და დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება. ერთადერთი ბიძინა ივანიშვილის რაც უნდა, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები დააპირისპირონ. ასევე, პირველ რიგში, ეს უნდა რუსეთს. მაგრამ საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, არიან ძალიან აზრიანები და ჭკვიანები, ამიტომ ჩვენ, მათაც და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდა და არ გვინდა ივანიშვილის რუსული მმართველობა, გათვითცნობიერებული გვაქვს რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად ფრთხილები უნდა ვიყოთ.

 

ასევე შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმეს უნდა დაპირისპირება - ეს არის ივანიშვილი.

 

ჩემი ინფორმაციით, აქცია იქნება ყოველდღე, ისედაც ასე ხდება და ყოველდღე დადიან ახალგაზრდები.

 

რაც შეეხება 29 აპრილს, ეს იქნება აქცია - „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად, რომელსაც ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენი ხელისუფლება ატარებს იმ ადგილას, რომელიც დამოუკიდებლობის, დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალი საქართველოს სიმბოლოა. საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც 9 აპრილი და დამოუკიდებლობა დაიბადა. ამიტომ, ეს არის ყველაზე დიდი მკრეხელობა, რომელსაც აიძულებენ, მათ შორის, ადმინისტრაციულ რესურსს, რომ ჩამოვიდნენ და ამ მარშში მიიღონ მონაწილეობა”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

 

ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს.

წაკითხვა 160 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 25 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.