" რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა არათუ წინ არ წაიყვანა, არამედ რისკის ქვეშ დააყენა ყველა ის მონაპოვარი, რაც ჩვენს სახელმწიფოს ათწლეულების განმავლობაში ჰქონია " - გრიგოლ გეგელია

ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც რუსულ კანონზე უმკაცრეს შესაძლო განაჩენს წარმოადგენს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას შეუძლებელს ხდის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

როგორც გეგელია აცხადებს, „რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსთვის ევროპისა და აშშ-ს კარი დაიხუროს და ქვეყანამ და ხალხმა არა თუ ვერ ისარგებლოს ახალი შესაძლებლობებით, არამედ ის მიღწევებიც დაკარგოს, რაც ჩვენმა სახელმწიფომ უძვირეს ფასად მოიპოვა“.

 

„ვენეციის კომისიის დასკვნა ქმნის იმის საფუძველს, რომ ევროპულმა კომისიამ დაიწყოს მსჯელობა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, რადგან დასკვნის მიხედვით, დარღვეულია მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც საქართველოს აღებული აქვს ევროპული კონვენციით და რომლის დაცვაც ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას და მოთხოვნას წარმოადგენს.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის რამდენიმე ელჩის, და მათ შორის გერმანიის ელჩის განცხადება, რომლის თანახმად, ამ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოები არ დაუჭერენ მხარს საქართველოს მიერ წევრობის მოლაპარაკებების გახსნას.

 

მაშინ როდესაც ჩვენი პარტნიორები - მოლდოვა და უკრაინა წინ მიდიან, მოლდოვამ ევროკავშირთან თავდაცვის თანამშრომლობას მოაწერა ხელი, ბრიუსელიდან კი ვისმენთ, რომ ივნისის ბოლოს ამ ორი სახელმწიფოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის გაიხსნება მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, სად არის ამ დროს საქართველო?

 

რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა არათუ წინ არ წაიყვანა, არამედ ამ ხელისუფლებამ რისკის ქვეშ დააყენა ყველა ის მონაპოვარი, რაც ჩვენს სახელმწიფოს ათწლეულების განმავლობაში ჰქონია”, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

წაკითხვა 120 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 22 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.