"ბატონო სახელმწიფო მდივანო! გამჭვირვალობის კანონი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ხელისუფლების თავდაცვა თქვენი ადმინისტრაციის გაუაზრებელი თავდასხმებისგან - დიახ, თქვენ თავს გვესხმით და ჩვენ თავს ვიცავთ!" - სოზარ სუბარი ბლინკენს
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, უმრავლესობის დეპუტატი სოზარ სუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართავს.
როგორც სუბარი წერს, "გამჭვირვალობის კანონი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ხელისუფლების თავდაცვა თქვენი ადმინისტრაციის გაუაზრებელი თავდასხმებისგან".
მისი თქმით, აშშ-ს მოქმედმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს და "აგრესიულ უმცირესობას მოსახლეობის უმრავლესობაზე ძალადობის ბიძგს აძლევთ!"
სოზარ სუბარი ენტონი ბლინკენისადმი ღია წერილში იმასაც აცხადებს, რომ აშშ-ს მოქმედმა ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, რომ სიტყვებს - “მეგობრობა" და „სტრატეგიული პარტნიორობა" უარყოფითი კონოტაცია შეეძინა.
სუბარი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მიმართავს, რომ “ლგბტ პროპაგანდის ავანგარდში მყოფი უმაღლესი თანამდებობის პირისგან არაფერი მოულოდნელი აღარ არის“ და როგორც აღნიშნავს, “ჩვენს ქვეყანაში კაცი კაცია, ქალი - ქალი, დედას დედა ჰქვია, ხოლო მამას - მამა და ამას ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეცვლის“.
„ბატონო სახელმწიფო მდივანო, გწერთ შეშფოთებული პატარა საქართველოდან, რადგან მოვისმინე თქვენი გამოსვლა სენატში, სადაც საქართველოზე და ქართულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” საუბრობდით, თუმცა კი, სანამ ამ თემამდე მისასვლელ გზას დაადგებოდით, ბევრი ადამიანის სათქმელი გითხრათ სენატორმა ტედ კრუზმა. მთავარი მაინც ის იყო, რომ თქვენი ადმინისტრაცია მეგობრებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. უფრო მეტი სიცხადისთვის ციტირებას გავაკეთებ: - “თქვენი საგარეო პოლიტიკა ეწინააღმდეგება იმას, რაც რაციონალური ამერიკული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის. ეს ადმინისტრაცია მუდმივად ძირს უთხრის მათ, ასუსტებს და თავს ესხმის", - გითხრათ სენატორმა.
სიახლეები
- “დემოკრატია მხოლოდ მაშინ იძენს ძალას, როცა პრინციპებთან თანხვედრა სიტყვით კი არა, საქმით მტკიცდება” - ირაკლი შენგელია
- „ლელო - ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- “თუ არალეგიტიმურია მთავრობა, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის” - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე
- ტორტი „ესპრესო“
- “საინტერესო იყო, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ” - თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე