პარლამენტის შენობის უკან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის უკანა შესასვლელთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“.
პარლამენტში უკვე დაიწყო სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ.
27 მაისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. კომიტეტის წევრთა უმრავლესობა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრია.
40 დღეზე მეტია საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.
3 აპრილს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ხალხმრავალი აქციების მიუხედავად, 14 მაისს მას მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
