"მინდა მჯეროდეს, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის, ისევე როგორც ეს კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო" - კახა კალაძე
მინდა მჯეროდეს და მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის, ისევე როგორც ეს კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან შეაფასა კვლევა ღია ბიუჯეტის ინდექსთან დაკავშირებით, სადაც საქართველო გამჭვირვალე ქვეყნების სიაში პირველ ადგილას აღმოჩნდა და აღნიშნა, რომ საქართველო ბევრი კრიტერიუმით მოწინავეა, რაც მას ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმარება.
„საქართველო ბევრი კრიტერიუმით არის მოწინავე, განსაკუთრებით ბოლო წლებში გვაქვს მიღწევები ბევრი მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ეს თვალსაჩინოა და ძალიან მიხარია, რომ იდგმება ისეთი ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით, რომ ვხდებით მოწინავე ქვეყანა ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა კრიტერიუმით. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და დაგვეხმარება ევროინტეგრაციის პროცესში თუ იქნება ჯანსაღი მიდგომები და დამოკიდებულება და არა ისეთი, როგორც მაგალითად კანდიდატის სტატუსთან მიმართებით იყო, შანტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები კანდიდატის სტატუსით. მინდა მჯეროდეს და მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის ისევე, როგორც ეს კანდიდატის სტატუსის პირობებში იყო“, - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
