" ხელისუფლებამ ახალი ძალებით დაიწყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - გუშინ ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის ჩემთან განხორციელდა ძალადობის მუქარა, თუმცა ეს ვერ შეგვაჩერებს! "- ანა ბუჩუკური
გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის, პირადად ჩემთან - ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, ამ დრომდე მისი პარტიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული.
მან საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
"ხელისუფლებამ "რუსული კანონის" მიღების შემდეგ ახალი ძალებით დაიწყო "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ ორგანიზებული, სისტემური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და ძალადობის მუქარა. გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოთვის“ დეპუტატებთან, (მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემზე მუქარით), ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან. განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
