"როგორ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებებს მარტივი მოთხოვნა, რომ გარე დაფინანსების შემთხვევაში წელიწადში ერთხელ დეკლარაცია ჩააბარო?! - კანონის წინააღმდეგ არგუმენტები დღემდე წარმოდგენილი არ არის" -არჩილ თალაკვაძე
ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას ვეცნობით და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დღემდე არგუმენტები კანონის წინააღმდეგ წარმოდგენილი არ არის, გარდა იმ ზოგადი შეფასებებისა, რომელიც გვესმოდა და დღესაც გვესმის - როგორ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებებს მარტივი მოთხოვნა, რომ გარე დაფინანსების შემთხვევაში წელიწადში ერთხელ დეკლარაცია ჩააბარო! - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნას.
თალაკვაძე კვლავ აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ემსახურება ქვეყნის დემოკრატიის დაცვას ნებისმიერი გარე ჩარევისაგან.
„როგორ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებებს მარტივი მოთხოვნა, რომ გარე დაფინანსების შემთხვევაში წელიწადში ერთხელ დეკლარაცია ჩააბარო, მაშინ როდესაც წლების განმავლობაში ბიზნესი და სახელმწიფო თანამდებობის პირები ბევრად უფრო დეტალურ დეკლარაციას აბარებენ.
მთავარი დასკვნა არის ის, რომ კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, საქართველოში გამჭვირვალობის რეესტრს დანერგავს, რომლის მსგავსიც ევროკავშირის 15 სახელმწიფოს აქვს, ამ სფეროში უფრო მკაცრი რეგულაციების აქვს აშშ-ს, ავსტრალიას, ისრაელს და მსგავს კანონმდებლობაზე მუშაობა დაიწყო კანადამ.
სიახლეები
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი
- ,,თუკი 5-6 წლის წინ, ონკოლოგიაზე დანახარჯების ბიუჯეტი 50 მილიონი იყო, დღეს ეს რამდენჯერმე გაზრდილია და 300-350 მილიონს აღემატება"- მიხეილ სარჯველაძე
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
