"რაც „აგენტების რუსულმა კანონმა“ ლონდონის ბირჟაზე ქართულ კომპანიებს დამართა, იშვიათად თუ მოიძებნება პრაქტიკაში " - რომან გოცირიძე
რაც „აგენტების რუსულმა კანონმა“ ლონდონის ბირჟაზე ქართულ კომპანიებს დამართა, იშვიათად თუ მოიძებნება პრაქტიკაში, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც გოცირიძემ განმარტა, ქართული კომპანიების აქციების ფასების კლება კვლავ გრძელდება.
,,ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პირველი მაისიდან დღემდე, ამ კომპანიებმა ერთბაშად დაკარგეს თავისი ღირებულების მეოთხედზე მეტი: „ჯორჯია კაპიტალი“ -29.8%. „საქართველოს ბანკი“ -30.9%. „თიბისი ბანკი“ -25.6%.
ამ კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის ჯამურმა კლებამ 1,6 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც დაახლოებით 5,6 მილიარდი ლარის ტოლია" , - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
