"თურმე აშშ-ში მტრები არიან და მეგობრები არიან მოსკოვში, რომელმაც ტერიტორიების 20% წაგვართვა - რუსული ხერხია ადამიანებს დააჯერო, რომ მეგობრები მტრები არიან, მტრები კი მეგობრები " - სალომე სამადაშვილი
რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს იმ დავალებების შესრულებაა, რასაც რუსეთი აძლევს, - ასე შეაფასა „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ „უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, ინფრასტრუქტურა განადგურებულია, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დევნილი ან ლტოლვილია - ეს ყველაფერი მაიდანმა მოიტანა!“
სამადაშვილმა ირაკლი კობახიძეს რუსეთის წარმომადგენელი უწოდა.
„რუსეთის წარმომადგენელი რომ გამოდის, რომელსაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰქვია და მაიდანს იძახის. რა იყო მაიდანი? - ის იყო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაყენებლად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. თუ კობახიძეს მიაჩნია, რომ მაიდანი იყო საშინელება, რატომ შეიტანა მისმა ხელისუფლებამ, რატომ მოაწერა ხელი გაწევრიანებაზე განაცხადს? კითხვა მაქვს ამ ხალხთან: რას სთავაზობენ ქართველ ხალხს? გამოდიან და ხალხს ეუბნებიან, რომ თავისუფლება უნდა დათმონ, რომ მშვიდობა შეინარჩუნონ? რუსეთის შემდეგი მოთხოვნა იქნება ასეთი: ახლა აღიარებთ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას და მერე ყველა ერთად შემოიტანთ განაცხადს, რომ რუსეთის ქოლგის ქვეშ და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდებით. ეს არის დუგინის იდეოლოგიის მიმდევრობა. დღეს, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს იმ დავალებების შესრულებაა, რასაც რუსეთი აძლევს“, - განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ რუსეთის დავალებას ასრულებს იმიტომ, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ჩაშლა იყო რუსეთის დიდი ხნის ამოცანა.
„ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რომ აშშ-ს მიერ ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა გასული 30 წლის მანძილზე გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. ამერიკის მხარდაჭერა, რომ არა 2008 წელს განხორციელებული ინტერვენცია როგორ დასრულდებოდა არავინ იცის, ალბათ, 2008 წელს რუსეთის დროშა იფრიალებდა თბილისის თავზე და ამით დასრულდებოდა ის თავდასხმა.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“