" ხელისუფლება არ ელოდა, მაგრამ სანქციები მოვიდა და ეს მხოლოდ დასაწყისია - სამწუხაროდ, ოფიციალურად გაცხადდა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დროებით დასრულებულია " - გრიგოლ გეგელია
საქართველოს მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა დაწესებულია და ეს მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მყარად დგას და ბოლომდე იდგება ქართველი ხალხის გვერდით.
„ისინი არ ელოდნენ, მაგრამ სანქციები მოვიდა. საქართველოს მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა დაწესებულია და ეს მხოლოდ დასაწყისია. აშშ და ევროკავშირში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ სანქციების შემდეგ რაუნდზე, რომელიც იქნება ფინანსური და ეკონომიკური ხასიათის და შეეხება მეტ ადამიანს, ვინც ჩართულია ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში და საგარეო ვექტორის ანტიკონსტიტუციურ ცვლილებაში. შეერთებულმა შტატებმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მყარად დგას და ბოლომდე იდგება ქართველი ხალხის გვერდით. სანქციების პირველი ფაზა, რომელიც „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელს დაუწესდა, ემსახურება სწორედ ქართველი ხალხის, თითოეული პატრიოტი ქართველის დემოკრატიული ინტერესების დაცვას რუსეთის მსახური ხელისუფლებისგან, რომელმაც საკუთარ ერს ომი გამოუცხადა და ქართველების სახელმწიფო ინტერესის მსახურებას რუსეთის ინტერესების გატარება ამჯობინა.
ჩვენ აღარ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება კონსტიტუციაში გაწერილ ეროვნულ მიზნებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს სრულიად ცივილიზებული თანამეგობრობის მხარდაჭერა და მყარი შესაძლებლობა, რომ სულ მალე ხელახლა გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც იდგება ქართველების და საქართველოს სამსახურში.
შემთხვევით არ არის, რომ სანქციების დაწესებისას, ენტონი ბლინკენმა ღიად განაცხადა, რომ აშშ “წინასაარჩევნოდ, არჩევნების დროსაც და არჩევნების შემდგომაც” იდგება ქართველი ხალხის გვერდით. ეს არის გზავნილი თითოეული ქართველისთვის, რომ აშშ არ დაუშვებს არჩევნების მიტაცებას, საქართველოს დაბრუნებას რუსულ ორბიტაზე და რუსული სპეცოპერაციის გამარჯვებას საქართველოში.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი
- "საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ"- კახა კალაძე