" ევროპული არჩევნები გვეუბნება, რომ რამდენიმეწლიანი ფანჯარა გვაქვს ევროპაში შესასვლელად - დარჩება ივანიშვილის რეჟიმი? - დაიხურება ეს ფანჯარა - დავამარცხებთ? წავალთ ევროპაში, ოღონდ მხოლოდ ფეხბურთის ჩემპიონატზე არა " - სალომე სამადაშვილი
ეს არჩევნები გვეუბნება, რომ რამდენიმეწლიანი ფანჯარა გვაქვს ევროპაში შესასვლელად. ჯერი ჩვენზეა, დარჩება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ ქვეყნის სათავეში? - დაიხურება ეს ფანჯარაც. დავამარცხებთ? წავალთ ევროპაში, ოღონდ მხოლოდ ფეხბურთის ჩემპიონატზე არა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ივანიშვილის დამარცხება 26 ოქტომბერს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე საქართველოს მოქალაქემ შეიძლება გააკეთოს მისი ცხოვრების განმავლობაში.
„რას ნიშნავს ევროპული არჩევნების შედეგი ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის?
1. ევროკავშირის მოწინააღმდეგე ფრონტი დამარცხდა, ევროკავშირის შემდგომ გაფართოებაზე ამ ეტაპზე გაგრძელდება იგივე პოლიტიკა. ახალ ევროპულ კომისიაში, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მანდატი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტი, სავარაუდოდ დიდ და გავლენიან ქვეყნებს ექნებათ პრეტენზია. მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და ევროპული პროექტი-ანუ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე. ისტორიული შესაძლებლობა გვეძლევა, თუ რუსულ ხელისუფლებას გავაგდებთ ოქტომბერში.
2. სადაც ულტრამემარჯვენე ძალებმა მოიპოვეს შედარებით მეტი მანდატი (ყველაზე მძიმე შედეგი საფრანგეთშია, ცხადია) ემიგრაციის საწინააღმდეგო პლატფორმა იყო წამყვანი და ზოგადად, ევროპის შიდა სივრცის უკეთ დაცვა. ანუ, მათთვის ვინც ევროკავშირის წევრი არ იქნება, ევროპა შესაძლოა გახდეს უფრო მიუწვდომელი მომავალში. შესაბამისად, როდესაც ივანიშვილის პოლიტიკის გამო შანსია, დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა, არჩევანი არის მარტივი-ან იქნები ევროპის შიგნით, ან გარეთ, კიდევ უფრო მეტი გამყოფი ბარიერის მიღმა, დაუცველ, ღარიბ სივრცეში.
3. უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, რუსეთის შეკავების პოლიტიკაც-პრორუსულმა ძალებმა ვერ გაიძლიერეს პოზიცია საერთო ევროპულ დონეზე. საბოლოოდ კი, ეს არჩევნები გვეუბნება, რომ რამდენიმეწლიანი ფანჯარა გვაქვს ევროპაში შესასვლელად.
ჯერი ჩვენზეა, დარჩება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ ქვეყნის სათავეში?-დაიხურება ეს ფანჯარაც. დავამარცხებთ? წავალთ ევროპაში, ოღონდ მხოლოდ ფეხბურთის ჩემპიონატზე არა. ივანიშვილის დამარცხება 26 ოქტომბერს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე საქართველოს მოქალაქემ შეიძლება გააკეთოს მისი ცხოვრების განმავლობაში. ესაა ჩვენი დიდგორი ამ ქვეყნის გადასარჩენად“,- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი
- "საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ"- კახა კალაძე