"თუ ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ და იქითკენ გასული" - პრეზიდენტი
თქვენ შეძელით, კრეატიულობით, თქვენ ქართველობით, სილაღით , ევროპულობით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს შეხვედრისას.
პრეზიდენტის თქმით, ახლაგაზრდების ყოველდღიურმა ბრძოლამ მსოფლიოს სხვანაირად დაანახა საქართველო და ის ეჭვები, რაც საქართველოს მიმართ არსებობდა, გადაიქცა პოზიტიურ სურათად.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხნის მერე შესაძლებლობა მეძლევა, ყველას გითხრათ მადლობა. ეს არის ჩემი სურვილი და მოვალეობა, რომ მადლობა გამოვხატოთ იმისისთვის, რაც ახალგაზრდებმა გააკეთეთ თქვენი ქვეყნისთვის და ეს არ არის პატარა რამ, თქვენ შეძელით და მოგვეცით ახალი იმედი. დაგვანახეთ ჩვენი თავი სხვანაირად, რომ თურმე ამ ქვეყანას ჰყოლია ძალიან ცოცხალი, შეგნებული, ღირსეული ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა, რომელმაც იცის რა ელის ქვეყანას, რა დღეშია ქვეყანა და რა გადაწყვეტილება აქვს ქვეყანას მისაღები და იცის თვითონ, როგორი მომავალი უნდა თავისი ქვეყნისთვის.
ჩვენ არ ვიცოდით, რომ თქვენ ასე ღრმად ფიქრობდით სამშობლოზე. ეს არა მხოლოდ ჩვენ დაგვანახეთ, თქვენ ეს დაანახეთ მსოფლიოს. ისეთი სურათი გააშუქეთ საზღვრებს იქით, რომ ის ეჭვები, რაც საქართველოს მიმართ არსებობდა, უცებ თქვენი ყოველდღიური ბრძოლით ეს გადაიქცა პოზიტიურ სურათად. ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიოდნენ ყოველდღე იმისათვის, რომ უნდათ ევროპული მომავალი და არა რუსული, ან რუსულ ყაიდაზე გადაყვანილი საქართველოს მომავალი.
თქვენ შეძელით , კრეატიულობით, თქვენ ქართველობით, სილაღით , ევროპულობით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დიდი საქმე შეძელით. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რა საქმე, ჩვენ ვერ დავამარცხეთ „რუსული კანონო“ - თქვენ უკვე გაიმარჯვეთ და გამარჯვებული დადიხართ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 თებერვლისთვის
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
